ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC), საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ბაზაზე, 2018 წელს შეიქმნა. TRC საკუთარ მისიად, საქართველოში ტერორიზმისა და მისი მომიჯნავე თემების შესახებ მაღალი ხარისხის ცოდნის შექმნას, დაგროვებასა და გავრცელებას მოიაზრებს. ცენტრის მიზანია, ხელი შეუწყოს ამ თემების შემსწავლელ თეორეტიკოსებს და შესაბამის პრაქტიკოსებს, რათა ქვეყანაში ტერორიზმის და მისი მომიჯნავე მიმართულებებით განხორციელებული პოლიტიკა სამეცნიერო მტკიცებულებებსა და სიღრმისეულ ანალიზზე იყოს დამყარებული. ჩვენი სურვილია, წავახალისოთ და განვითარების საშუალება მივცეთ ხსენებული თემებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს.
2019 წლიდან ცენტრი გასცემს დავით ჭოჭუას სახელობის კვლევით სტიპენდიას, რაც ტერორიზმითა და მომიჯნავე თემებით დაინტერესებულ მკვლევარებს საშუალებას აძლევს შექმნან ნაშრომები, რომლებიც ხსენებული მიმართულებებით ცოდნის დაგროვებას შეუწყობს ხელს.
ცენტრის ბაზაზე ქვეყნდება ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტი, რომელიც ყოველი კვირის ორშაბათს ხდება ხელმისაწვდომი საზოგადოებისთვის. დაიჯესტის ელექტრონულ ფოსტაზე გამოსაწერად გთხოვთ მოგვწეროთ მისამართზე trc@gcsd.org.ge
2021 წლის იანვრიდან ცენტრი შექმნის შეხვედრების ფორმატს, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოსა და საქართველოში მოღვაწე თემატური ექსპერტები ისაუბრებენ ტერორიზმსა და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე.