დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგამაზე მიღება დაიწყო
ტერორიზმის კვლევითმა ცენტრმა (TRC), დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება დაიწყო. დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას ახალგაზრდა მკვლევრებისთვის, რომლებიც ტერორიზმისა და მისი მომიჯნავე თემებით არიან დაინტერესებული.
სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, ჩვენ მივესალმებით განაცხადებს სოციალური და პოლიტიკური მეცნიერების მე-3, მე-4 კურსის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის აკადემიურ საფეხურზე მყოფი ან უკვე მაგისტრის ხარისხის მქონე სტუდენტებისგან. ასევე, ვიწვევთ კვლევით ორგანიზაციებსა და Think Tank-ებში დასაქმებულ ახალგაზრდა ანალიტიკოსებსა და მკვლევრებს.
დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიას ცენტრი, წელიწადში ორჯერ გასცემს.
სასტიპენდიო პროგრამის შექმნით, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა (GCSD) და ტერორიზმის კვლევითი ცენტრის (TRC) მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევრებსა და სტუდენტებს, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.
დავით ჭოჭუამ საქართველოში ტერორიზმის კვლევას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი. მისმა წვლილმა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე გადასულიყო.