დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი, თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) და წარსულში შესრულებული არანაკლებ 2 ნაშრომი (სტატია, რეფერატი, კვლევა, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge
განაცხადების მიღება 2023 წლის, 16 ნოემბერს, 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ - Chochua Fellowship 02/2023. არასრულად გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
სტიპენდიის ოდენობა 600 ლარს შეადგენს.
თემატური საკვლევი მიმართულებები:
- ულტრამემარჯვენე ტერორისტული ორგანიზაციების ახალი წევრების რეკრუტირების სტრატეგიები;
- ევროკავშირის კონტრტერორიზმის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა 2023-2027;
- კონტრტერორისტული პრაქტიკა საჰელის რეგიონში;
- ტერორისტული ორგანიზაციების დისიდენტ ერთეულებთან გამკლავების გამოწვევები;