სიახლე

დაიჯესტი - 24 ნოემბერი - 1-ლი დეკემბერი, 2023

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

 

  • ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰარაკატ ალ-მუქავარმა ალ-ისლამიამ“ (შემოკ. „ჰამასი“) 17 მძევალი გაათავისუფლა, რომელთა შორის იყო 14 ისრაელის მოქალაქე და ერთი ამერიკელი. საპასუხოდ, ისრაელმა 39 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა. მძევალთა უმეტესობა აეროპორტში გადაიყვანა სპეციალურმა ძალებმა, მაშინ როდესაც ნაწილს ეგვიპტის გავლა მოუწია. მძევლებს შორი იყო ოთხი წლის ისრაელ-ამერიკის მოქალაქე, რომელთა მშობლებიც დაპირისპირებას ემსხვერპლნენ.
  • იერუსალიმის შესასვლელთან მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმაზე, რომელსაც ემსხვერპლა სამი ისრაელის მოქალაქე და დაშავდა ექვსი ადამიანი, პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია ჰამასმა აიღო. შეიარაღებული თავდასხმა ორმა პიროვნებამ, ძმებმა მურად და იბრაჰიმ ნემერებმა განახორციელეს, რომელთაც ცეცხლი ავტობუსის გაჩერებაზე მდგომ მოქალაქეებს გაუხსნეს. 

 

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები