სიახლე

დაიჯესტი 23 სექტემბერი - 13 ოქტომბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ: 

  • ისრაელის არმია მოუწოდებს ერთ მილიონ პალესტინელს, რომ დატოვონ ჩრდილოეთ ღაზა და გაემართნონ ალყაში მოქცეული ტერიტორიის სამხრეთ ნაწილში. ეს მოწოდება გაჟღერდა რამდენიმე დღით ადრე, სანამ წინასწარ დაგეგმილი სახმელეთო თავდასხმა განხორციელდებოდა ტერორისტულ დაჯგუფება ჰამასზე. 
  • ევროკავშირი ტექნოლოგიურ კომპანიებს მიმართავს, რომ მუდმივად და სწრაფად მოხდეს ტერორისტულ ორგანიზაცია ჰიზბულ ლ-ლაჰთან (შემ.“ჰამასი“) დაკავშირებული ინფორმაციის წაშლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მკაცრი სამართლებრივი შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან. მკაცრი ზომების მიღების აუცილებლობა ისრაელ-ღაზას კონფლიქტის დროს, დეზინფორმაციის გაზრდის შემდეგ გაჩნდა. 
  • ინდოეთმა ტერორისტული დაჯგუფება ჰამასის თავდასხმა ისრაელზე ტერორისტულ თავდასხმად აღიარა, მაშინ როცა, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ინარჩუნებს მის პოზიციას პალესტინის დამოუკიდებლობის მიმართ. ინდოეთი ერთის მხრივ გამოხატავს თანადგომას ისრაელის მიმართ ამ საკრალურ მომენტში, მეორეს მხრივ კი ხაზს უსვამს პალესტინის დამოუკიდებლობის მნიშვნელობას.

 

 

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები