ტერორისტული ორგანიზაციები

პალესტინის ისლამური ჯიჰადი

ჰარაკატ-ალ-ჯიჰად

სტატუსი: აქტიური

დაფუძნება: 1987 წელი

შტაბ-ბინა: .n,d., ღაზის სექტორი

ლიდერი: ზიად ალ-ნახალა

იდეოლოგია: ანტი-სიონიზმი, პალესტინური ნაციონალიზმი, ჯიჰადიზმი

 

ორგანიზაციული მოწყობა - ერთპიროვნული, იერარქიული

უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ორგანიზაციის ლიდერი.

ლიდერები - ზიად ალ-ნახალა, აბდ ალ-აზიზ აუდა, რამადან შალა.

 

პოლიტიკური მაჩვენებლები

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - ავსტრალია, კანადა, ევროკავშირი, ისრაელი, იაპონია, ახალი ზელანდია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

პარტნიორი ერთეულები - ჰამასი, პალესტინის განთავისუფლების ფრონტი, ას-საიქა, პალესტინის რევოლუციური კომუნისტური პარტია.

 

ეკონომიკური მაჩვენებლები

წმინდა ღირებულება (Net Worth) –     .n,d.

დაფინანსების საშინაო წყაროები - მსხვილი შემოწირულობები შეძლებული ოჯახებიდან, გატაცება, ფულის გამოძალვა.

დაფინანსების საგარეო წყაროები - ირანი1

 

სამხედრო არსენალი

 

ცეცხლსასროლი იარაღი- AK 47, AR-15.

ჭურვსატყორცნი - 82MM MORTAR

სარაკეტო სისტემა - Fajr-5.

 

ტერორისტული აქტივობა

 

ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - ისრაელი, აშშ.

ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - მასობრივი სროლა, აფეთქება, სარაკეტო თავდასხმა.

განხორციელებული ტერორისტული აქტები - თავდასხმა ტურისტულ ავტობუსზე ეგვიპტეში (1990), დეივიდ მაშრატის მკვლელობა (1993), თავდასხმა ნეთზარიმზე (1995), აფეთქება თელავივის სავაჭრო ცენტრში (1996), ორგანიზებული თავდასხმა ჰებრონში (2002), თავდასხმების სერია თელ-ავივში (2002), თავდასხმა ისრაელის სამხრეთ რეგიონზე (2014).

 

პალესტინის ისლამურ ჯიჰადთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - ისრაელის ხელშეწყობა რეგიონალური სტაბილურობის საკითხებში, ეკონომიკური სანქციები ირანის წინააღმდეგ2.

 

 

 

1. 2015 წელს ირანმა შეწყვიტა პალესტინის ისლამური ჯიჰადის დაფინანსება. მიზეზს ამ უკანასკნელის ნეიტრალური დამოკიდებულება წარმოადგენდა იემენში ინტერვენციის საკითხში.

2. ირანი 2015 წლამდე, პალესტინის ისლამური ჯიჰადის მთავარ დამფინანსებლად ითვლებოდა.