ქურთისტანის მუშათა პარტია (PKK)
სტატუსი: აქტიური
დაფუძნება: 1978
შტაბ-ბინა: ქანდილის მთები, ერაყი
ლიდერი: აბდულა ოკალანი (ასევე დამაარსებელი)
იდეოლოგია: მარქსიზმ-ლენინიზმი, ნაციონალიზმი
ორგანიზაციული მოწყობა
უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - აღმასრულებელი კომიტეტი
ლიდერები - აბდულა ოკალანი, მურათ კარაილანი, კემილ ბაიკი, ფეჰმან ჰუსაინი
პოლიტიკური მაჩვენებლები
აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - თურქეთი, ამერიკის შეერტებული შტატები, კანადა, გაერთიანებული სამეფო, ახალი ზელანდია, საფრანგეთი
ეკონომიკური მაჩვენებლები
წმინდა ღირებულება (Net Worth) – 180 000 000$[1]
დაფინანსების საშინაო წყაროები - ფინანსების მოძიება თურქეთში მცხოვრებ ქურთებისაგან; კრიმინალური აქტივობა, როგორიცაა ნარკოტიკებით ვაჭრობა და გამოძალვა
დაფინანსების საგარეო წყაროები - ქურთთა დიასპორა ევროპაში
სამხედრო არსენალი
ცეცხლსასროლი იარაღი- AK-47, BKC, SVD Dragunov, HK G3, G1, M16, Mauser rifle,
ასევე ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ხელყუმბარები, სარაკეტო გამშვებები
ტერორისტული აქტივობა
ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - თურქეთი, სირია, ერაყი
ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებები (VBIED)
ბოლო წლებში განხორციელებული ტერორისტული აქტები:
- 2016 წლის აგვისტო, თურქეთი, თავდასხმა პოლიციის შენობაზე ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებით. 3 გარდაცვლილი 217 დაშავებული;
- 2016 წლის აგვისტო, თურქეთი, თავდასხმა პოლიციის შენობაზე სირნაკის პროვინციაში ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებით. 11 გარდაცვლილი, 78 დაშავებული;
- 2016 წლის სექტემბერი, თურქეთი, თავდასხმა ხელნაკეთი ასაფეთქებელი საშუალებით. 18 გარდაცვლილი, 50 დაშავებული;
- 2017წლის აპრილი, თავდასხმა დიარბაკირის პროვინციაში, თურქეთში, 3 გარდაცვლილი;
- 2017 წლის ნოემბერი, შეტაკება ჰაკარის პროვინციაში, გარდაცვლილი 6 თურქი სამხედრო და 2 დაცვის თანამშრომელი;
- 2018 წლის მარტი, 2 თურქი სამხედროს მკვლელობა;
- 2020 წლის განმავლობაში რამოდენიმე შეტაკება თურქეთის უსაფრთხოების ძალებსა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის.
ქურთისტანის მუშათა პარტიასთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - თურქეთის უსაფრთხოების ძალების მუდმივი ჩართულობა, სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთის მთავრობასა და ქურთისტანის მუშათა პარტიას შორის.