ჯემაა ისლამია
სტატუსი: აქტიური
დაფუძნება: 1993
შტაბ-ბინა: უცნობია
ბოლო ცნობილი ლიდერი: აბუ ბაქარ ბასირი
იდეოლოგია: სალაფიტური ჯიჰადი
ორგანიზაციული მოწყობა
ორგანიზაციას აქვს ოთხი გამოყოფილი ნაწილი: მმართველი საბჭო, რელიგიური საბჭო, ფატვას საბჭო, დისციპლინარული საბჭო
ლიდერები - აბუ ბაქარ ბასირი, აბდულა სუნგკარი
პოლიტიკური მაჩვენებლები
მხარდამჭერი ტერორისტული ორგანიზაციები - ალ კაიდა, ალ ნუსრა, მორო ისლამური განთავისუფლების ფრონტი, ჯემაა ანშურათ ტაუჰიდი, პემბელას ისლამური ფრონტი, ლაშქარ ჯანდულაჰ, ჯემაა ანშორუსი სიარა
აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - ავსტრალია, ახალი ზელანდია, კანადა, გაერო, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები
ეკონომიკური მაჩვენებლები
დაფინანსების საშინაო წყაროები - წევრთა კონტრიბუციები, ისლამური ბეჭდვა, აფილირებული საქველმოქმედო ორგანიზაციები და ბიზნესები
დაფინანსების საგარეო წყაროები - დაფინანსება ძარცვებისა და მცირე აზიაში დაფუძნებული ტერორიზმის დამფინანსებლებისგან საუდის არაბეთიდან და იემენიდან
ტერორისტული აქტივობა
ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნე - ინდონეზია
ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - აფეთქება
განხორციელებული ტერორისტული აქტები:
- 2002 წლის აფეთქებები ბალიზე;
- 2004 წელი, ავსტრალიის საელჩოს აფეთქება ჯაკარტაში;
- 2005 წელი, აფეთქება ბალიზე;
- 2009 წელი, სასტუმრო მარიოტისა და რიც-კარლტონის აფეთქება ჯაკარტაში;
- 2016 წელი, აფეთქება და სროლა ჯაკარტაში.
ჯემაა ისლამიასთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - ინდონეზიის პოლიციისა და ანტი-ტერორისტული დეპარტამენტის კოორდინირებული და ფრთხილი მუშაობა