ტერორისტული ორგანიზაციები

ჰეზბოლა

უფლის პარტია / ჰესბოლა / ჰისბოლაჰი

სტატუსი: აქტიური

დაფუძნება: 1985 წელი.

შტაბ-ბინა: ბეირუთი, ლიბანი.

ლიდერი: ჰასან ნასრალა

იდეოლოგია1: ანტი-სიონიზმი, ანტი-იმპერიალიზმი, ხომეინიზმი, შიიტური რადიკალიზმი

 

ორგანიზაციული მოწყობა

უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - სურას საბჭო

ლიდერები -    ჰასან ნასრალა (ჰეზბოლას ლიდერი), ჰუსეინ ალ-ხალილი, ნაიმ ქასემი, მუჰამედ იაზბეკი, იბრაჰიმ ელ საიედი, მუჰამედ რაადი, ჰაშიმ საფეიდინი.

 

პოლიტიკური მაჩვენებლები

მანდატი ლიბანის პარლამენტში - 14 მანდატი: ალი ამარი, ჰუსეინ ალ-ჯიში, ამინ ჩირი, იბრაჰიმ ალ-მუსავი, იჰაბ მადეჰი, ალი ფაიადი, ანვარ ჰუსეინ ჯუმა, ჰასან ფადლალა, მუჰამედ რაადი, ნავა ალ-მუსავი, ჰუსეინ ალ-ჰაჯ ჰასანი, ალი მექდადი, ჯამილ ალ-საიედი, ალ-ვალიდ სუკარიე.

მხარდამჭერი საგარეო აქტორები - ირანი, სირია.

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - გერმანია, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირი, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატები, არაბული ლიგა, ისრაელი.

 

ეკონომიკური მაჩვენებლები

წმინდა ღირებულება (Net Worth) – 1 100 000 000$

დაფინანსების საშინაო წყაროები -     Biton Plus, Al-Raed Company, Trend Point Global, Yusur Financing and Investment Company.2

 

დაფინანსების საგარეო წყაროები:

  1. ირანი.3
  2. მარიხუანას კონტრაბანდა ბექაას ხეობიდან (ლიბანი) ერაყსა და სირიაში, ჰეროინის კონტრაბანდაოქროს სამკუთხედში
  3. ნიკოტინის კონტრაბანდა ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში
  4. ფულის გათეთრების სქემები დასავლეთ ევროპასა (გერმანია) და ჩრდ. ამერიკაში.4

 

სამხედრო არსენალი

სახმელეთო - 107mm Rocket, Type-B1, Falaq-1 , Falaq-2, Shahin-1, Katyusha, Fajr-3, Fajr-5, Khaibar-1, Zelzal-1/2, Fateh-110, Scud-B/C.

ტანკსაწინააღმდეგო - RPG-29, AT-3, AT-4, AT-5, AT-13, AT-14.

ანტისაზღვაო - C-802, Yakhont.

ანტისაჰაერო - Misagah 1/2, SA-7, SA-8, SA-14, SA-16, SA-17, SA-18, SA-22.

 

ტერორისტული აქტივობა

ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები

ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - გატაცება, სუიციდური აფეთქება, ტრანსპორტის აფეთქება.

 

განხორციელებული ტერორისტული აქტები - ტვიროსის სათავო ოფისის აფეთქება (1982-1983), ტერაქტი აშშ-ის საელჩოზე ბეირუთში (1983), ბეირუთის ყაზარმების დაბომბვა (1983), ქუვეითის ტერაქტი (1983), თავდასხმა აშშ-ის საელჩოს ინფრასტრუქტურაზე (1984), TWA-ის თვითფრინავის გატაცება (1985), ლიბანის მძევალთა კრიზისი (1982-1992), თავდასხმა ისრაელის საელჩოზე ბუენოს-აირესში (1992), ებრაული კულტურის ცენტრის აფეთქება (1994), „ალას ჩირიკანასავიახაზების თვითფრინავის აფეთქება პანამაში (1994), ხობარის კოშკის აფეთქება საუდის არაბეთში (1996), რაფიკ ჰარირის მკვლელობა (2005), აფეთქება სტამბოლში (2011), ბურგასის ტერაქტი (2012), შაბაას სავარგულების ტერაქტი (2015).

                                                                  

ჰეზბოლასთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სანქციები ლიბანისა და ჰეზბოლას მოკავშირეების წინააღმდეგ, ჰეზბოლას ლიდერების ლიკვიდაცია.

 

1*იდეოლოგიური პროპაგანდისათვის ჰეზბოლა იყენებს შემდეგ საშუალებებს: ყოველკვირეული გამოცემაალ-აჰდი“, რადიოსადგურიალ-ნური, ტელეარხიალ-მანარი, კომპიუტერული თამაში „Special Force”

2 *ჩამოთვლილი კომპანიები აღირიცხებიან როგორც ჰეზბოლას დაფუძნებული ან მის მფლობელობაში არსებული.

3*Statista-ის მიხედვით, ჰეზბოლამ ირანისგან 2017-2019 წლებში 700 000 000$ მიიღო* https://www.statista.com/chart/18023/how-iran-is-bankrolling-regional-instability/

4*ფულის გათეთრების პროცესში ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში აქტიურად მონაწილეობდნენ შემდეგი ორგანიზაციები - Orphans Project Lebanon; Lebanese Canadian Bank.*