ტერორისტული ორგანიზაციები

ბოკო ჰარამი

დაეშის დასავლეთ-აფრიკული პროვინცია

 

 

სტატუსი: აქტიური.

დაფუძნება: 2002 წელი.

შტაბ-ბინა: ბორნოს შტატი, ნიგერია.

ლიდერი: აბუბაქარ შეკაუ, აბუ მუსაბ ალ ბარნავი.

იდეოლოგია: ვაჰაბიზმი, სალაფიტური ჯიჰადიზმი.

ორგანიზაციული მოწყობა - ერთპიროვნული, იერარქიული.

უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ორგანიზაციის ლიდერი

სამხედრო დანაყოფთა ორგანიზაციული მოწყობა - ფარული უჯრედული სისტემა1

ლიდერები - აბუბაქარ შეკაუ, აბუ მუსაბ ალ ბარნავი.

 

პოლიტიკური მაჩვენებლები

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - ახალი ზელანდია, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა, გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ავსტრალია, გაერო, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი, მალაიზია, ბაჰრეინი,

 

ეკონომიკური მაჩვენებლები

წმინდა ღირებულება (Net Worth) – 250 000 000$

დაფინანსების საშინაო წყაროები - გამოძალვისა და მძევლად აყვანის შედეგად მიღებული ფინანსური სარგებელი.

დაფინანსების საგარეო წყაროები - 1. ალ-კაიდა დაეში

 

სამხედრო არსენალი

ცეცხლსასროლი - AK-47

ასაფეთქებელი მოწყობილობები - ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები, ყუმბარები, დინამიტები.

 

ტერორისტული აქტივობა

ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - ნიგერია, ნიგერი, ბენინი, ჩადი.

ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - გატაცება, აფეთქება, მასობრივი მკვლელობა. ახალგაზრდების გამოყენება სუიციდურ აფეთქებებში.

განხორციელებული ტერორისტული აქტები - ციხის ბუნტი ბაუჩიში (2010), აფეთქება ქალაქ ჯოსში (2010), აფეთქებების სერია აბუჯაში (2010), აფეთქება ბოდოს რეგიონში (2016), თავდასხმა დალორის სოფელზე (2016), 110 გოგონას გატაცება ქალაქ დაპჩიდან (2018), აფეთქება გამბორუში (2020), მასობრივი მკვლელობა აუნოში (2020).

 

ბოკო-ჰარამთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - ეკონომიკური სანქციები ნიგერიის წინააღმდეგ. განსაკუთრებით ეფექტურია ემბარგო იარაღსა და ხელნაკეთ ასაფეთქ მოწყობილობებში გამოყენებად ნივთიერებებზე. ნიგერიის დახმარება ქვეყნის ჩრდილოეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ რეგიონებში საზღვრებზე პატრულირებაში.

 

 

1.ფარულ უჯრედულ სისტემაში* არ არსებობს მობილობა სხვადასხვა სამხედრო დანაყოფებს შორის, შესაბამისად ერთი სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლები არ იცნობენ მეორე სამხედრო დანაყოფის წარმომადგენლებს.