ტერორისტული ორგანიზაციები

ამაყი ბიჭები

Proud Boys / Proud Bois

 

სტატუსი: აქტიური

დაფუძნება: 2016 წელი

შტაბ-ბინა: n,d. ამერიკის შეერთებული შტატები

ლიდერი: ენრიკე ტარიო

იდეოლოგია:  ულტრა-მემარჯვენე, ნეო-ნაცისტური, შოვინისტური

 

ორგანიზაციული მოწყობა

გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - უხუცესთა საბჭო ("Elder Chapter”) და ორგანიზაციის პრეზიდენტი

ლიდერები:

  • გევინ მაკკინსი (დამფუძნებელი);
  • კაილ ჩაპმანი (თვითგამოცხადებული პრეზიდენტი);
  • პატრიკ უილიამ რობერტსი (უხუცესთან საბჭო);
  • ჯოშუა ჰოლი (უხუცესთან საბჭო);
  • ტიმოთი კელი (უხუცესთა საბჭო);
  • ლუკ როფლინგი (უხუცესთა საბჭო);
  • ეთან ნორდეანი (უხუცესთა საბჭო).

 

პოლიტიკური მაჩვენებლები

საშინაო მხარდამჭერი ძალები - დონალდ ტრამპი

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - კანადა

 

ეკონომიკური მაჩვენებლები

წმინდა ღირებულება (Net Worth) – > 1 000 000$

დაფინანსების საშინაო წყაროები - "Vice" (ჟურნალი), "GiveSendGo" (ფონდების მოძიების პლატფორმა პლატფორმა), Youtube (სტრიმინგ-სერვისები).

 

აქტივობა

ტერორისტული საქმიანობის ძირითადი არეალი - ამერიკის შეერთებული შტატები, კანადა.

აქტივობის ტიპი - შევიწროება, პიკეტირება, პოლიტიკური ძალადობა.

უკანონო აქტივობა - როგორც წესი, აღნიშნული ორგანიზაცია არ იღებს პასუხისმგებლობას თავდასხმებზე, თუმცა ისინი მონაწილეობდნენ 2021 წლის 6 იანვრის შტურმზე (კაპიტოლიუმის შენობაზე), ანტი-BLM (Black Lives Matters) მოძრაობებისას განხორციელებულ ძალადობაში და აქტიურად გამოდიოდნენ MeToo მოძრაობის წინააღმდეგ.

ამაყ ბიჭებთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგია - ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური სანქციები ორგანიზაციის საბჭოს წევრებისა და მისი პრეზიდენტის წინააღმდეგ.