ალ კაიდა ისლამურ მაღრებში
სტატუსი: აქტიური
დაფუძნება: 2007
შტაბ-ბინა:უცნობი
ლიდერი: აბუ ობაიდა იუსუფ ალ-ანაბი
იდეოლოგია: სალაფიტური ჯიჰადი
ორგანიზაციული მოწყობა
უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - „სურას საბჭო“
ლიდერები - აბდელმალიკ დროუკდელი, იაფია აბუ ალ-ჰამამი, აბუ ობაიდა იუსუფ ალ-ანაბი
პოლიტიკური მაჩვენებლები
მოწინააღმდეგე ტერორისტული ორგანიზაციები - დაეში ლიბიის პროვინციაში
მხარდამჭერი ტერორისტული ორგანიზაციები - ალ კაიდა, ალ მურაბიტუნი, ანსარ ალ დინი, მასინის განთავისუფლების ფრონტი
აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - გაერო, ნატო, ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, მალაიზია, რუსეთი, ჩინეთი, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია, გაერთიანებული საემიროები.
ეკონომიკური მაჩვენებლები
წმინდა ღირებულება (Net Worth) – $100 მილიონი[1]
დაფინანსების საშინაო წყაროები - კრიმინალური ატივობა, ნარკოტიკებით ვაჭრობა, სხვა არალეგალური ვაჭრობა, ადამიანების გატაცება, გადასახადები,
დაფინანსების საგარეო წყაროები - ისლამური დონაციები (ზაქათ).
სამხედრო არსენალი
ცეცხლსასროლი იარაღი- AK-47, F-2000, AK-103, PK 7.62მმ GPMG, RPG-7, 50 კალიბრის DSHK (AA), სხვადასხვა აღუწერელი ავტომატური იარაღი
ასაფეთქებელი მოწყობილობები - Semtex, HE დეტონატორები, SA-7 ჰაერ-სახმელეთო რაკეტები. ასევე, 7.62მმ ტყვიები.
ტერორისტული აქტივობა
ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - ლოკალური და დასავლური სამიზნეები
ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - სუიციდური აფეთქება, სროლა, გატაცება
განხორციელებული ტერორისტული აქტები - 2018 წლის ივლისი, თავდასხმა ტუნისის პოლიციის ოფიცრებზე, 6 მოკლული; 2018 წლის მარტი, თავდასხმა საფრანგეთის საეჩოზე ბურკინა ფასოში, 16 მოკლული; 2018 წლის იანვარი, თავდასხმა მალის სამხედროებზე, 50 მოკლული; 2016 წლის მარტი, თავდასხმა სასტუმროზე კოტ დ’ივუარში, 19 მოკლული, 33 დაშავებული.
ალ კაიდა ისლამურ მაღრებთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები -საერთაშორისო კოოპერაცია, სამხედრო კოალიციების და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით, სამხედრო სპეცოპერაციების ჩატარება ორგანიზაციის ლიდერთა ლიკვიდაციის მიზნით.