ტერორისტული ორგანიზაციები

აბუ საიაფი

დაეშის აღმოსავლეთ აზიური პროვინცია

 

სტატუსი: აქტიური.

დაფუძნება: 1991 წელი1.

 

შტაბ-ბინა: კუნძული ჯოლო, სულუს რეგიონი, ფილიპინები.

 

ლიდერი: აბდურაჯაკ აბუბაქრი.

 

იდეოლოგია: ისლამური ფუნდამენტალიზმი.

ორგანიზაციული მოწყობა - ერთპიროვნული, იერარქიული.

უმაღლესი გადაწყვეტილების მიმღები ორგანო - ორგანიზაციის ლიდერი.

სამხედრო დანაყოფთა ორგანიზაციული მოწყობა - შეზღუდული, პატარა ჯგუფები2.

ლიდერები - აბდურაჯაკ აბუბაქრი.

 

პოლიტიკური მაჩვენებლები

აღიარებს ტერორისტულ ორგანიზაციად - კანადა, ინდონეზია, ავსტრალია, იაპონია, მალაიზია, ფილიპინები, არაბთა გაერთიანებული საამიროები, გაერთიანებული სამეფო, ამერიკის შეერთებული შტატები.

 

ეკონომიკური მაჩვენებლები

წმინდა ღირებულება (Net Worth) – 12 000 000$3

დაფინანსების საშინაო წყაროები - გატაცება, გამოძალვა, მძევლად აყვანა.

დაფინანსების საგარეო წყაროები - ლიბია4, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მყოფი რადიკალური ისლამის მიმდევრები და International Islamic Relief Organization5.

 

სამხედრო არსენალი

ცეცხლსასროლი იარაღი- M16, M4, AKS6.

სამხედრო არსენალის მოპოვების წყაროები - იარაღით მოვაჭრე პირები. ერთ-ერთ პირად მიჩნეულია ვიქტორ ანატოლიევიჩ ბუტი7.

 

ტერორისტული აქტივობა

ტერორისტული თავდასხმის ძირითადი სამიზნეები - ფილიპინები, უცხოელი ტურისტები.

ტერორისტული თავდასხმის განხორციელების გზები - შეიარაღებული თავდასხმა, აფეთქება.

განხორციელებული ტერორისტული აქტები - სუზან ენრიკეზის გატაცება (2000), 10 უცხოელი ჟურნალისტის გატაცება (2000), მარიზ ბურგოს გატაცება (2000), Superferry 14-ის აფეთქება (2004) , ჯანკარლო ბოსსის8 გატაცება (2007), წითელი ჯვრის დელეგატების გატაცება (2009), მაიკლ სინოტის გატაცება (2009), რობერტ ჰოლისა და ჯონ რიდსდელის გატაცება (2009), აფეთქება ქალაქ დავაოში (2016), ჯოლოს კათოლიკური ტაძრის აფეთქება (2019).

 

აბუ საიაფთან ბრძოლის წარმატებული სტრატეგიები - თანამშრომლობა მალაიზიასა და ინდონეზიასთან, სულუს ზღვაზე პატრულირებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის. მასშტაბური სამხედრო ოპერაციები.

 

1.ოფიციალურ დაფუძნების წლად 1991 წელი ითვლება. თუმცა, მიჩნეულია, რომ ორგანიზაცია ფილიპინების ტერიტორიაზე 1989 წლიდან ოპერირებს.

2. 10 ადამიანამდე.

3.აბუ-საიიაფის წმინდა ღირებულება დღეისათვის, სულ მცირე 12 000 000 $ წარმოადგენს. სწორედ ეს თანხა მიიღო ტერორისტულმა ორგანიზაციამ გატაცებისა და მძევლად აყვანის გზით 2000-2019 წლებში.

4. Niksch, L. (2002) CRS Report for Congress. Abu Sayyaf: Target of Philippine-US Anti Terrorism Cooperation ხელმისაწვდომია: https://fas.org/irp/crs/RL31265.pdf

5. მოცემულმა ორგანიზაციამ აბუ საიაფს ფინანსური დახმარება ბინ ლადენის სიძის, მუჰამედ ჯამალ ხალიფას, ინიციატივით გაუწია. იხ: https://media.defense.gov/2019/Apr/11/2002115513/-1/-1/0/49ABUSAYYAF.PDF (გვ. 6).

6. აბუ საიაფის მიერ გავრცელებული ვიზუალურ მასალაზე ხშირად აღბეჭდილია ტერორისტული ორგანიზაციის მებრძოლები, რომლებსაც სწორედ ეს ცეცხლსასროლი იარაღი უჭირავთ ხელში.

7. აღნიშნული პიროვნება, გამოცემა The Guardian-ის განცხადებით, აბუ საიაფს იარაღით ამარაგებდა. იხ: https://www.theguardian.com/world/2009/mar/06/viktor-bout-background

8. იტალიელი სასულიერო პირი.