სიახლე

TRC Talks ტერორიზმის კვლევითი ცენტრი ახალ პროექტს იწყებს

25 იანვრიდან ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC) ონლაინ შეხვედრების სერიას უმასპინძლებს, რომლის ფარგლეშიც ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად, ტერორიზმთან, რადიკალიზაციასთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებულ საკითხებზე შედგება საუბარი.

შეხვედრებზე განიხილება, როგორც ამ თემების აკადემიური და სამეცნიერო მხარეები ასევე, მსოფლიოს მასშტაბით, ამ მიმართულებებით მიმდინარე მოვლენები. ვისაუბრებთ ისეთ თემეზე, როგორებიცაა მაგალითად: ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები, როგორ ხდება ექსტრემისტული იდეოლოგიების ჩამოყალიბება და მსგავსი ტიპის ორგანიზაციებში ადამიანების გაწევრიანება, რა ტიპის გამოწვევების წინაშე არიან დემოკრატიული სახელმწიფოები კონტრტერორისტული პოლიტიკის შემუშავებასა და მისი განხორციელების დროს.

TRC Talks - ის რესპონდენტები იქნებიან პრაქტიკოსები და მკვლევარები, როგორც საქართველოდან, ასევე პარტნიორი სახელმწიფოებიდან.

შეხვედრები თვეში ერთხელ გაიმართება და ისინი, ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის იქნება ხელმისაწვდომი, როგორც #TRC-ის ასევე #GCSD-ის Facebook - გვერდებზე.