ყოველკვირეული კომენტარი - ოპერაცია „ტუპაკი“: პაკისტანის უწყებათაშორისი სადაზვერვო სამსახურის პარტიზანული ომი ჯამუ და ქაშმირში
ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC)
ყოველკვირეული კომენტარი
22 მარტი, 2023 წელი
ოპერაცია „ტუპაკი“: პაკისტანის უწყებათაშორისი სადაზვერვო სამსახურის პარტიზანული ომი ჯამუ და ქაშმირში
1989 წლის 22 მარტს, პრეზიდენტი მუჰამად ზია-ულ-ჰაქის, ბრძანებით, პაკისტანის უწყებათაშორისმა სადაზვერვო სამსახურმა („მუხაბარატი“) ინდოეთის მიერ ადმინისტრირებულ ქაშმირის რეგიონში პარტიზანული სპეცოპერაცია „ტუპაკი“ დაიწყო, რომელიც მიზნად ისახავდა ჯამუ და ქაშმირის რეგიონში ტერორისტული და სეპარატისტული დაჯგუფებების ხელშეწყობის გზით, ინდოეთის აღნიშნულ რეგიონზე კონტროლის შესუსტებას. 34-წლიანი სპეცოპერაციის ფარგლებში, “მუხაბარატმა“ ხელი შეუწყო 1989 წლის 13 ივნისს აჯანყების დაწყებას ჯამუ და ქაშმირის რეგიონში, 1954 წელს დაწყებული სეპარატისტული კონფლიქტის ხელახლა ესკალაციას სილიგურის დერეფანში (ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთი), გაუწია ფინანსური და ლოჯისტიკური დახმარება 6 სეპარატისტულად განწყობილ დაჯგუფებას, რომელთა შორის იყვნენ 2008 წლის მუმბაის თავდასხმაზე პასუხისმგებელი ტერორისტული ორგანიზაცია „წმინდათა ლაშქარი“ (ლაშქარ- ე-თაიბა), პენჯაბში მოქმედი სიქებისგან დაკომპლექტებული სეპარატისტულად განწყობილი ტერორისტული ორგანიზაცია “ხალისტანის მოძრაობა” და „ჰარაკატ ულ-ანსარი“.
ზია-ულ-ჰაქის მიერ ავტორიზებული პარტიზანული სპეცოპერაციის ფარგლებში სეპარატისტულად განწყობილი ტერორისტული ორგანიზაციების ხელშეწყობის გზით, „მუხაბარატი“ ცდილობდა შიდასახელმწიფოებრივი ტერორისტული აქტივობის ხელშეწყობას, ინდოეთის ერთგვარ „ბალკანიზაციას“ და ნეპალთან, ბანგლადეშთან და მიანმართან არსებული სასაზღვრო პრობლემების ინდოეთის საწინააღმდეგოდ გამოყენებას.
სპეცოპერაცია საწყის ეტაპზე „მუხაბარატი“ საბჭოთა კავშირთან ომში გამარჯვებულ ავღანელ მოჯაჰედებს ეყრდნობოდა, რომელთა მთავარ მიზანს ჯამუ და ქაშმირის ტერიტორიაზე დასახლება, ჯიჰადისტური ნარატივის ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელება და მისი აჯანყებისთვის მომზადება წარმოადგენდა.
- ბექა ფარსადანიშვილი -
კვლევითი პროექტების მენეჯერი
საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი (GCSD)
ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC)