სიახლე

დაიჯესტი 9-17 სექტემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორის, ევრილ ჰეინესის განცხადებით, ქვეყნისთვის საერთაშორისო ტერორიზმთან დაკავშირებული ყველაზე დიდ საფრთხე იემენის, სომალის, სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან მომდინარეობს. უწყების დირექტორის განმარტებით, ავღანეთი ამ სიის სათავეში აღარ დგას;
  • გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდის მონაცემებით, ნიგერიაში გასული წლის განმავლობაში სულ მცირე 10 გატაცების ფაქტი მოხდა, რის შედეგადაც 1,436 მოსწავლე გაიტაცეს;
  • ავღანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ამირ ხან მუთაქიმ, მოუწოდა თალიბ მებრძოლებს არ გამოიყენონ მათ მიერ კონტროლირებული ტერიტორია ტერორისტული თავდასხმების ორგანიზებისთვის

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები