სიახლე

დაიჯესტი 9 - 15 ოქტომბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ნორვეგიის ქალაქ კონგსბერგში მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა მამაკაცმა 5 ადამიანი მოკლა;
  • კოსოვოს გენერალური პროკურატურის განცხადებით, სპეციალურმა სადაზვერვო სამსახურმა და პოლიციამ 10 ოქტომბერს ჩატარებული ერთობლივი სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში 5 პირი დააკავეს;
  • ნიგერიის თავდაცვის სამსახურის გენერალმა, ლაქი ირაბორმა, ჟურნალისტებთან საუბრისას  დაადასტურა ინფორმაცია დაეშის დასავლეთ აფრიკის პროვინციის ლიდერის, ალ-ბარნავის გარდაცვალების შესახებ;
  • ალ ჯაზირას მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მალის პრემიერ-მინისტრმა, სომეილო ბუბეი მაიგამ, რუსულ მედიასთან საუბარში ბრალი დასდო საფრანგეთის შეიარაღებულ ძალებს კიდალის რეგიონში ტერორისტული დაჯგუფებების სამხედრო წვრთნით უზრუნველყოფაში;
  • თალიბანის გადაწყვეტილებით, ახალგაზრდა გოგონებს საშუალება მიეცემათ ქვეყნის ჩრდილოეთ პროვინციებში არსებულ სკოლებში სააუდიტორო მეცადინეობებს დაესწრონ.    

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები