სიახლე

დაიჯესტი 9-15 ივლისი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ამერიკელმა სამხედროებმა სამშაბათს სირიაში დრონით თავდასხმა განახორციელეს, რომლის შედეგადაც, ოფიციალური პირების თქმით, მოკლულია მაჰერ ალ-აგალი, დაეშის სირიის განშტოების ლიდერი და მსოფლიოს მასშტაბით ამ ტერორისტული ორგანიზაციის უმაღლესი რანგის ხუთი ლიდერიდან ერთ-ერთი;
  • ქურთისტანის მუშათა პარტიის ტერორისტმა, რომელიც ჩაბარდა თურქეთის უსაფრთხოების ძალებს, თავის ჩვენებაში განაცხადა, რომ PKK-ის მთავარი ტერორისტი რიდვის ალკანი, კოდური სახელით „ბაგერ ერდალი“, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს ძებნილთა სიის წითელ კატეგორიაშია, მოკლეს 2021 წლის 19 აგვისტოს იუქსეკოვას რაიონში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციის დროს;
  • ირანში, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) განცხადებით,  IRGC-ის  ძალებმა გაანეიტრალეს ტერორისტული უჯრედი სალმასში, თურქეთის საზღვართან. განცხადებაში ნათქვამია, რომ ტერორისტული უჯრედი მიზნად ისახავდა ქვეყანაში შესვლასა და საბოტაჟის მოწყობას.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები