სიახლე

დაიჯესტი, 7-13 ნოემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • BBC-ის ინფორმაციით, პრეზიდენტმა მაკრონმა ოფიციალურად გამოაცხადა საფრანგეთის ანტი ჯიჰადისტური ოპერაცია - ბარკჰეინის დასრულება საჰელის რეგიონში. საფრანგეთი აქტიურად იყო ჩართული მალიში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციებში, თუმცა 2022 წლის თებერვლის შემდგომ საფრანგეთის ოპერაცია არაა ქმედითი. უკანასკნელმა ფრანგმა სამხედროებმა მალის ტერიტორია აგვისტოში დატოვეს;
  • 5 ნოემბერს სირიის დემოკრატიული ძალების (SDF) პრესცენტრმა განაცხადა, რომ დეირ ეზ-ზორში ISIS-ის შვიდი ეჭვმიტანილი დააკავეს. „საერთაშორისო კოალიციის ძალების მიერ ჩართული უსაფრთხოების ოპერაციაში, ჩვენმა SDF-ის კომანდოს ქვედანაყოფებმა და შიდა უსაფრთხოების ძალებმა (ISF) დაშალეს ISIS-ის ტერორისტული უჯრედი, რომელიც შედგებოდა შვიდი ტერორისტისაგან ქალაქ ალ ეზბაში, დეირ ეზორის ჩრდილოეთით,” - განაცხადა SDF-მა;
  • CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქალაქ ბაღდადში მოკლეს ამერიკის მოქალაქე სტივენ ედვარდ ტროელი. აღნიშნული ინფორმაცია თავდაპირველად გაავრცელა ერაყის პრემიერ მინისტრმა მუჰამედ შია ალ-სუდანმა. ამერიკის მოქალაქის მკვლელობის ფაქტი ასევე დაადასტურა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები