დაიჯესტი 7-13 მაისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- ამერიკის შეერთებული შტატები: 13 მაისს ნიუ-იორკის აღმოსავლეთ ოლქის რაიონულმა სასამართლომ 62 წლის მამაკაცი, ფრენკ ჯეიმსი, ბრუკლინში განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაში უდანაშაულოდ სცნო. აღნიშნული პირი 12 აპრილს ცეცხლსასროლი იარაღით და კვამლის ბომბებით თავს დაესხა ნიუ-იორკის მეტროს, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიჭრა. მოგვიანებით, ჯეიმსმა სამართალდამცავ ორგანოებს მისი ადგილსამყოფელის შესახებ შეატყობინა. საგამოძიებო სამუშაოების შედეგად დადგინდა, რომ ფრენკს არ ახსოვდა მომხდარის შესახებ და საპატრულო სამსახურთან დაკავშირების გზით სურდა გაერკვია, თუ რატომ იყო გამოცხადებული მასზე ფედერალური ძებნა;
- ისრაელი: 8 მაისს, ისრაელის უსაფრთხოების ძალებმა, უსაფრთხოების სააგენტოსა (ISA) და პოლიციასთან თანამშრომლობის ფარგლებში, სამდღიანი ძებნის შედეგად ორი პალესტინელი ტერორისტი - 19 წლის ასად ალ-რიფაი და 20 წლის ემად სუბჰი ელადის მიმდებარე ტყის ტერიტორიაზე დააკავა. ტერორისტებმა ქალაქ ელადში ცულით განხორციელებული თავდასხმისას სამი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. თავდასხმამდე რამდენიმე დღით ადრე, ჰამასის ადგილობრივი ლიდერი, იაჰია სინვარი ღიად გამოხატავდა ტერორიზმისადმი მხარდაჭერას და მებრძოლებს დანების, ცულების, იარაღების გამოყენებისკენ მოუწოდებდა;
- ეგვიპტე: 8 მაისს დაეშმა პასუხისმგებლობა აიღო სინას ნახევარკუნძულზე წინა დღეს განხორციელებულ ტერორისტულ თავდასხმაზე, რომელსაც 11 ეგვიპტელი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტერორისტული ორგანიზაციის მიერ შაბათს განხორციელებული თავდასხმა ბოლოდროინდელი ერთ-ერთი ყველაზე სისხლისმღვრელი თავდასხმა იყო;
- მაროკო: 11 მაისს მარაქეშში დაეშის წინააღმდეგ მებრძოლი საერთაშორისო კოალიციის წევრი სახელმწიფოების მინისტრეალი გაიმართა. შეხვედრაზე მიღებული კომუნიკეს თანახმად, დაეშისგან მომავალ საფრთხეები არ გამქრალა და ადეკვატურ პასუხს საჭიროებს კოალიციის წევრი სახელმწიფოებისგან.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: