სიახლე

დაიჯესტი 7-13 აგვისტო, 2023

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • რუმინეთის პრეზიდენტი, კლაუს იოჰანისი, ავრცელებს ინფორმაციას, 2015 წლის 4 აპრილს, ბურკინა-ფასოს ტერიტორიიდან ტერორისტულ ორგანიზაცია ალ კაიდასთან დაკავშირებული მცირე ჯგუფის მიერ გატაცებული, რუმინეთის 40 წლის მოქალაქის, იულიან გერგუტის, გათავისუფლების შესახებ;
  • სირიის ადამიანის უფლებების ობსერვატორია ადასტურებს ინფორმაციას დერ ეზორში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ („დაეში“) მებრძოლების მიერ, სამხედრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 23 ჯარისკაცის გარდაცვალების შესახებ;
  • სომალის ახალი ამბების ეროვნულ სააგენტოსთან საუბრის დროს, ქვემო შაბელის რეგიონის გამგებელმა, მუჰამედ იბრაჰიმმა, დაადასტურა მარკასა და კორილეის დამაკავშირებელ გზაზე, 9 აგვისტოს სამგზავრო ავტობუსზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად სულ მცირე 6 ადამიანის გარდაცვალება.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები