სიახლე

დაიჯესტი 6 - 12 აგვისტო

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ირანის მოქალაქე ტრამპის ადმინისტრაციის სულ მცირე ორი ყოფილი ჩინოვნიკის მკვლელობას გეგმავდა;
  • კვირას, გვიან ღამით ისრაელისა და პალესტინის სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება ამოქმედდა, რაც მიზნად ისახავს თითქმის სამდღიანი ძალადობის დასრულებას;
  • პალესტინის ისლამურმა ჯიჰადმა (PIJ) კვირას დაადასტურა ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო თავდასხმის დროს მისი ერთ-ერთი უმაღლესი შეიარაღებული მეთაურის, ხალედ მანსურის მკვლელობა;
  • კვირას მალიში ქალაქ ტესიტის მახლობლად განხორციელებული თავდასხმის შედეგად 52 ჯარისკაცი დაიღუპა და 22 დაიჭრა;
  • ოპერაცია ჰადინ კაის საჰაერო სამუშაო ჯგუფმა (ATF) გაანადგურა ბოკო ჰარამის/დასავლეთ აფრიკის ისლამური სახელმწიფოს (ISWAP) ტერორისტები საჰაერო თავდასხმის დროს ბამას ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოში;
  • გავრცელებული ინფორმაციით, პაკისტანის თალიბანის მილიტას უმაღლესი ლიდერი ავღანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მოკლეს, რამაც პოტენციურად სერიოზული დარტყმა მიაყენა სამშვიდობო მოლაპარაკებებს ექსტრემისტულ ჯგუფსა და პაკისტანის ოფიციალურ პირებს შორის.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები