დაიჯესტი 5-14 მარტი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 9 მარტს, ლოს-ანჯელესის საქალაქო საბჭომ მხარი დაუჭირა ქალაქის პოლიციის დეპარმანეტის პროექტს, მიიღოს 250,000 ამერიკულ დოლარის ოდენობის გრანტი შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტისგან ძალადობისა და ტერორიზმის პრევენციის პროგრამის ფარგლებში;
- ერაყში, აღმოსავლეთ ქირქუქის მცხოვრებლებმა, დაეშის მიერ, დასახლებაზე 8 მარტს მიტანილი იერიშის მოგერიება საკუთარი ძალებით შეძლეს;
- 9 მარტს, პოლიციამ გააკეთა განმარტება, რომ დაეშის თვითმკვლელი ტერორისტი, რომელმაც გასულ კვირას 64 ადამიანი მოკლა შიიტურ მეჩეთში ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში, ავღანელი დევნილი იყო.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: