სიახლე

დაიჯესტი - 5-10 ივნისი, 2023

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • მასაჩუსეტსის შტატის მთავარი პროკურორის ოფისი ავრცელებს ინფორმაციას გასულ კვირას ჩატარებული ანტიტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში უეიკფილდის 18 წლის მკვიდრის, მატეო ვენტურას დაკავების შესახებ;
  • ერაყის ხელისუფლების წარმომადგენლები ავრცელებენ ინფორმაციას ალ-ჰასაკას სამმართველოში განლაგებულ სირიის დემოკრატიულ ძალებთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, დემოკრატიული ძალების მიერ კონტროლირებული ციხეებიდან ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშის“ 50 წევრის და 168 ოჯახის ერაყის ხელისუფლებისთვის გადაცემის შესახებ;
  • ნიგერიის ეროვნული არმიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კონტრტერორისტული სპეცოპერაცია „ჰადინ კაის“ (ქართ. „ერთობა“) ფარგლებში ბორნოს შტატში ჩატარებული სამხედრო აქტივობების შედეგად, ტერორისტული ორგანიზაცია „დაეშის“ დასავლეთ აფრიკის პროვინციასთან (ISWAP) დაკავშირებული, ჩადის ტბის აუზში მებრძოლი, 73 პირი უსაფრთხოების სამსახურებს ჩაბარდა.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები