დაიჯესტი, 4-10 მარტი, 2023
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 9 მარტს გერმანელმა შეიარაღებულმა პირმა იერიში მიიტანა იეჰოვას მოწმეების შეკრების ადგილზე ჰამბურგში, რასაც ემსხვერპლა 6 ადამიანის სიცოცხლე და დაიჭრა 8 ადამიანი, მათ შორის 7 თვის ორსული ქალი, რომელმაც დაკარგა ნაყოფი. თავად თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილზე თავი მოიკლა;
- 7 მარტს ნატოს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი მიესალმა შვედეთის ახალ ანტიტერორისტულ კანონმდებლობას, რომელიც მოიცავს ქურთისტანის მუშათა პარტიას (PKK) და შეაფასა ის, როგორც წინგადადგმული ნაბიჯი ქვეყნის ტერორიზმთან ბრძოლაში;
- როიტერსის ცნობით, ისლამისტმა ტერორისტებმა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის აღმოსავლეთ პროვინციაში თავდასხმისას მოკლეს 36 ადამიანი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელები არიან გაერთიანებული დემოკრატიული ძალების წევრები.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: