სიახლე

დაიჯესტი 4-10 ივნისი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ამერიკელმა ქალმა სამშაბათს აღიარა სირიაში დაეშის ქალთა სამხედრო დაჯგუფების მართვა. იუსტიციის დეპარტამენტის ცნობით, 42 წლის ელისონ ფლუკ-ეკრენი, რომელიც გახდა ISIS-ის ბატალიონის ლიდერი, ცნობილი როგორც ხათიბა ნუსაიბა, ქალებს ასწავლიდა AK-47-ებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების გამოყენებას;
  • სლოვაკეთში აშშ-ისა და ნატოს დასავლეთ-ევროპული ქვეყნების ერთობლივი ოპერაციის ფარგლებში დააკავეს ულტრამემარჯვენე ტერორისტი, რომელიც, სავარაუდოდ, ნაღმებს ამზადებდა 3D პრინტერის დახმარებით და დივრსიული თავდასხმების განხორციელებას გეგმავდა;
  • გასულ კვირას, ერაყის ანტიტერორისტული სამსახურის უსაფრთხოების ძალებმა (CTS) დაეშის 13 მებრძოლი მოკლეს კირკუკის, ნინევისა და დიალას პროვინციებში ჩატარებული ოპერაციების დროს;
  • ინდოეთში,  4 ივნისს, პოლიციამ დააკავა ტერორისტი მოჰამად რამზან სოჰილი, რომელსაც ბრალად ედება ბომბის აფეთქება უდამპურში ხალხმრავალ ადგილას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 17 დაშავდა.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები