დაიჯესტი 31 იანვარი - 6 თებერვალი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 3 თებერვალს, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ ინფორმაცია გაავრცელა სირიის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ერთობლივი სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში დაეშის მეორე ლიდერის, ხალიფა აბუ იბრაჰიმ ალ-ჰაშიში ალ-კურაიშის ლიკვიდაციის შესახებ;
- 3 თებერვალს, ევროპის კავშირმა ე.წ. ტერორისტთა „შავი სია“ გაზარდა. განახლებულ სიაში 13 პირი და 21 ჯგუფია, რომლებსაც ევროკავშირი აქტივებს გაუყინავს;
- ჩრდილოეთ ერაყში, უსაფრთხოების ოფიცრების, ადგილობრივი ლიდერებისა და მაცხოვრებლების განცხადებით, დაეშის მებრძოლები მთავარი ანკლავის დაკარგვიდან 3 წლის შემდეგ კვლავ საფრთხეს წარმოადგენენ, რაც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარებით არის განპირობებული.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: