სიახლე

დაიჯესტი, 3-9 დეკემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

7 დეკემბერს გერმანიამ დააკავა ულტრამემარჯვენე ჯგუფის 25 წევრი და მხარდამჭერი, რომელიც, პროკურორების თქმით, სახელმწიფოს ძალადობრივი დამხობისთვის ამზადებდა. ზოგიერთი წევრი ეჭვმიტანილია პარლამენტზე შეიარაღებული თავდასხმის მოწყობაშიც;

მედიის ცნობით, 8 დეკემბერს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს უშიშროების სამსახურმა ჩაატარა ოპერაცია და დააკავა ისლამური სახელმწიფოს წევრი საქართველოს მოქალაქე - ცისკარა ტოხოსაშვილი. გავრცელებული ინფორმაციით დაკავებულმა საქართველო 2015 წელს დატოვა და ჩაირიცხა ისლამური სახელმწიფოს რიგებში, სადაც მიიღო სახელი „ემირი ისსა“;

1-ლ დეკემბერს გაეროს საგამოძიებო ჯგუფმა გავრცელებულ მოხსენებაში განაცხადა, რომ ერაყში შეგროვებული მტკიცებულებები აძლიერებს წინასწარ დასკვნებს იმის შესახებ, რომ ისლამური სახელმწიფოს ექსტრემისტებმა ჩაიდინეს დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ და ომის დანაშაულებები ქრისტიანული თემის წინააღმდეგ მას შემდეგ, რაც მათ 2014 წელს ქვეყნის დაახლოებით მესამედი დაიპყრეს.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები