სიახლე

დაიჯესტი 28 მაისი - 3 ივნისი, 2022

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ოთხშაბათს ნაფიცმა მსაჯულებმა ბუფალოს სროლაში ეჭვმიტანილ 18 წლის ახალგაზრდას ბრალი სიძულვილით მოტივირებული შიდა ტერორიზმისა და 10 ადამიანის პირველი ხარისხის მკვლელობის მუხლით წაუყენეს. 25 პუნქტიანი საბრალდებო დასკვნა ასევე მოიცავს მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის, როგორც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და იარაღის ფლობის ბრალდებებს;
  • ორი მამაკაცი დააკავეს ნორვეგიასა და ბულგარეთში „ინტერნეტში საქმიანობით“ ალ-კაიდას „გამოხატული მხარდაჭერის“ გამო, განაცხადა ნორვეგიის შიდა უსაფრთხოების სააგენტომ ოთხშაბათს. ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს ოსლოში, ხოლო მეორე - ნორვეგიელი სტუდენტი - ბულგარეთში კოორდინირებული მოქმედების ფარგლებში. ნორვეგიული მედიის ცნობით, მამაკაცებს შორის ოჯახური კავშირი არსებობს;
  • ორშაბათს, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბენი განცმა განაცხადა, რომ ისრაელმა ორი მემარჯვენე ექსტრემისტული ჯგუფის, რომლებიც პალესტინელების მიმართ ძალადობაში ბრალდებულნი არიან და არაბების მოკვლას ითხოვდნენ , ტერორისტული ორგანიზაციების სიაში შეყვანა უნდა განიხილოს. ”მე მჯერა, რომ დროა გამოვიკვლიოთ ჯგუფები La Familia და Lehava, როგორც ტერორისტული ჯგუფები და მჯერა, რომ ეს საკითხი უსაფრთხოების ძალებთან წარსადგენია,” - განაცხადა განცმა;
  • 28 მაისს, ტოკიოში, ტერორისტული ჯგუფის „იაპონური წითელი არმიის“ (JRA) დამაარსებელი, ფუსაკო შიგენობუ 20 წლიანი სასჯელის მოხდის შემდეგ გაათავისუფლეს. იგი ჟურნალისტების წინ ბოდიშს იხდიდა უდანაშაულო ადამიანებისადმი მიყენებული ზიანისთვის.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები