სიახლე

დაიჯესტი 28 იანვარი - 3 თებერვალი, 2023

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

იუსტიციის დეპარტამენტმა ირანთან კავშირში მყოფ აღმოსავლეთ ევროპის კრიმინალური ჯგუფის სამ წევრს გამოჩენილი ამერიკელი ჟურნალისტის,  ირანის რეჟიმის კრიტიკოსისა და აქტივისტის, მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მცდელობისთვის ბრალი წაუყენა;

1-ლ თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სომალის მეზობელი სახელმწიფოები - ეთიოპია, ჯიბუტი და კენია შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ ერთობლივ ოპერაციას სომალიში მოქმედ ალ-შაბაბის მებრძოლების წინააღმდეგ;

პაკისტანში, ფეშავირის პროვინციაში მდებარე მეჩეთში სუიციდურ თავდასხმას 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაჭრილია 221 ადამიანი. ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა აიღო პაკისტანში მოქმედმა ჯგუფმა თაჰრიკ-ე-თალიბანმა (TTP).

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები