სიახლე

დაიჯესტი, 28 აგვისტო - 3 სექტემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • გასულ კვირას, ბელარუსელ ჟურნალისტთა ასოციაციამ გაავრცელა ინფორმაცია 2022 წლის დეკემბერში, ქალაქ გომელში დაკავებული კოლეგის, ლარისა შირაკოვას სასამართლო ვერდიქტის შესახებ, რომლის თანახმადაც ჟურნალისტი ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციისთვის მონაცემთა გადაცემის გამო, ექსტრემისტული ორგანიზაციის საქმიანობის ფასილიტაციაში დამნაშავედ იქნა ცნობილი და სასჯელის სახით, 38-თვიანი პატიმრობა შეეფარდა;
  • ყირგიზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 30 აგვისტოს გაავრცელა ინფორმაცია, ჩატარებული ჰუმანიტარული მისიის შედეგად, სირიის წინასწარი დაკავების ბანაკებიდან ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს („დაეში“) მებრძოლების ცოლების და შვილების წარმატებული რეპატრიაციის შესახებ;
  • ნიგერიის პრეზიდენტმა, ბოლა აჰმედ ტინუბუმ, 31 აგვისტოს გამართული შეხვედრის ფარგლებში, თხოვნით მიმართა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონტრტერორიზმის ოფისის ვიცე გენერალურ მდივანს, ვლადიმირ ვორონკოვს, გაეზარდა მისი მხარდაჭერა ნიგერიის კონტრტერორისტული ინიციატივების მიმართ.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები