დაიჯესტი 27 დეკემბერი, 2021 - 10 იანვარი, 2022
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 7 იანვარს სამხრეთ-აღმოსავლეთ ინგლისის კონტრტერორისტული საპატრულო სამსახურის (CTPSE) მიერ 2021 წლის 18 ივნისს დაკავებულ ახალგაზრდა უილტშაირის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 18-თვიან დერადიკალიზაციის პროგრამაში შეიყვანა;
- საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 6 იანვარს გამოქვეყნებულ დეკრეტში საუბარია მემარჯვენე საპრეზიდენტო კანდიდატ, ერიკ ზემურთან დაკავშირებული ულტრამემარჯვენე ჯგუფის, „პარიზელი ქვეითების“ (ფრანგ. Zouaves Paris) კანონგარეშედ გამოცხადების შესახებ;
- გერმანიის საპატრულო სამსახურის განმარტებით, 6 იანვარს გავრცელებულ ვიდეოში სამხედრო მოსამსახურე პროტესტს გამოთქვამს ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით და ხელისუფლების მიმართ მუქარის შემცველ შეტყობინებებს ავრცელებს.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: