სიახლე

დაიჯესტი 27 აგვისტო - 2 სექტემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ნიუ-მექსიკოს შტატის ფედერალურმა სასამართლომ 45 წლის ალბუკერკელი ჰერმან უილსონი (ასევე ცნობილი, როგორც ბილალ მუ’მინ აბდულაჰ) ტერორისტული ორგანიზაციის საქმიანობის ფასილიტაციაში დამნაშავედ სცნო;
  • ისრაელის თავდაცვის ძალების, შიდა უსაფრთხოების სამსახურის („შინ ბეთი“/„შაბაკის“) და სასაზღვრო პოლიციის მიერ 27 აგვისტოს დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული საერთო სპეცოპერაციის შედეგად ტერორისტულ აქტივობაში ეჭვმიტანილი 4 პირი დააკავეს;
  • 27 აგვისტოს ერაყის უსაფრთხოების ძალებმა ქირქუქსა და ნინევიაში დაეშის ადგილობრივი ბლოკების წინააღმდეგ „მტკიცე ნების“ სამხედრო კამპანიის მეექვსე ფაზის დაწყების შესახებ განაცხადა. 4 სექტემბრისთვის, ერაყის უსაფრთხოების სამსახურებმა აღნიშნული რეგიონებიდან ათობით ასაფეთქებელი მოწყობილობის კონფისკაცია წარმატებით განახორციელეს. 

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: