დაიჯესტი 26 მარტი - 3 აპრილი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 31 მარტს, ე.წ „დაეშის ბითლზების“ ყოფილი წევრის, ელ შაფი ელ-შეიხის პირველი სასამართლო მოსმენა გაიმართა. ელ-შეიხს ბრალად ედება ადამიანების მძევლად აყვანა და ტერორისტული ორგანიზაციის სახელით მკვლელობის დაგეგმვა;
- გასულ კვირას, ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, წარმატებით განხორციელდა სირიაში არსებული ალ-როჯის ბანაკიდან 10 ქალის და 27 ბავშვის გერმანიაში რეპატრიაცია;
- 27 მარტს, ქალაქ ჰადერას ჩრდილოეთით მომხდარ სროლას ისრაელის პოლიციის ორი თანამშრომლის სიცოცხლე ემსხვერპლა. პოლიციის განცხადებით, თავდასხმა არაბული სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის, შეხვედრის დროს მოხდა.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: