სიახლე

დაიჯესტი 26 ივლისი - 1 აგვისტო

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ამერიკის შეერთებული შტატები - ალ კაიდას მიერ გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში, „ამერიკა იწვის“,  საუბარია ქვეყანაში არსებულ საზოგადოებრივ პოლარიზაციაზე;
  • ერაყი - პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო მისია ერაყში 2021 წლის ბოლოს დასრულდება;
  • ნიგერია - პირებმა, რომლებიც ივლისის დასაწყისში ნიგერიის ჩრდილოეთ რეგიონში სკოლას თავს დაესხნენ, 28 სკოლის მოსწავლე გაათავისუფლეს;
  • ავღანეთი - ავღანეთის გენერალური ინსპექტორის უწყების მიერ გავრცელებული ნახევარწლიური ანგარიშის მიხედვით, მიმდნარე წელს 10 431 თავდასხმა დაფიქსირდა. იგივე მაჩვენებელი 2020 წელს 7 620, ხოლო 2019 წელს - 6358 იყო.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები