დაიჯესტი 26 აპრილი - 2 მაისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებით, ნიუ-იორკის მკვიდრმა ელვის რედზეპაგიკმა აღიარა, რომ ფინანსურ დახმარებას უწევდა დაეშისა და ალ-ნუსრას ფრონტის ტერორისტებს და სცადა სირიაში ჩასვლა, რათა დაეშს შეერთებოდა, რისთვისაც მას 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
- საფრანგეთის პოლიციამ დააკავა შვიდი პირი, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან ტერორისტულ აქტივობებში ქვეყნის ორ რეგიონში. დაკავებულთაგან 6 ჩეჩენია, ერთი კი ქართველი.
- თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე მიმდინარე ახალი ოპერაციისას ქურთისტანის მუშათა პარტიის 31 ტერორისტი გაანეიტრალეს.
- ერაყის არმიამ გაანადგურა დაეშის სამი სამალავი ალ-ანბარში. ასევე პოლიციამ მოსულში დააკავა სამი ტერორისტი.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: