დაიჯესტი 26 აპრილი - 1-ლი მაისი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 27 აპრილს, ტენესის სასამართლომ ალაბამას უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტი, ალაა აბუსაადი, ტერორისტული ორგანიზაცია ალ კაიდას ფინანსირებაში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთის სახით, 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა;
- 26 აპრილს, ისრაელის თავდაცვის ძალებმა გამოძიება დაიწყო ისრაელის საზღვარზე ათობით ხელყუმბარის და ორი ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის მცდელობის შესახებ. უსაფრთხოების სექტორის ოფიციალური წარმომადგენლების თანხმად, შესაძლებელია, ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლა მსგავსი ქმედებებით ისრაელის ტერიტორიაზე ტერორისტული თავდასხმის ხელშეწყობას ცდილობდეს;
- პაკისტანის ქალაქ კარაჩის საპატრულო სამსახურის განცხადებით, 26 აპრილს თვითმკვლელი ქალი ტერორისტის სუიციდურ აფეთქებას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სამი და პაკისტანის ერთი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: