სიახლე

დაიჯესტი 24 - 30 სექტემბერი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • 26 სექტემბერს, ქალაქ იჟევსკის 88-ე საჯარო სკოლაზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმას სულ მცირე 17 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომხდარის შედეგად დაშავებულია 24 ადამიანი. თავდასხმის დროს თავი მოიკლა 34 წლის ნეონაცისტმა თავდამსხმელმა, არწიომ კაზანცევმა. საგამოძიებო კომიტეტის განცხადებით, მიმდინარეობს თავდასხმის მოტივის დადგენა;
  • 27 სექტემბერს სტამბულის ანტიტერორისტული პოლიციის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია ტერორისტულ ორგანიზაცია დაეშთან დაკავშირებული 25 პირი. ადგილობრივ გამომცემლობა ჰურიეთის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებების სერია ექვსთვიანი საგამოძიებო სამუშაოების შედეგად განხორციელდა;
  • 27 სექტემბერს, უსაფრთხოების სამსახურებმა სამხედრო სპეცოპერაციის ფარგლებში ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთში, კარნატაკას შტატში, ტერორისტულ ორგანიზაცია დაეშთან არაპირდაპირ დაკავშირებული ინდოეთის სტუდენტთა ისლამური მოძრაობის ორასამდე წევრი დააკავეს.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები