სიახლე

დაიჯესტი 23-29 ივლისი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ყოფილ საზღვაო ქვეითს ბრალად ედება ნეო-ნაცისტური ჯგუფის ხელმძღვანელობა და სავარაუდოდ, თავდასხმის დაგეგმვა ნიუ-იორკის სინაგოგაზე. მეთიო ბელანჯერს ასევე ბრალი ედება ცეცხლსასროლი იარაღის ფლობა-შეძენის კანონის დარღვევაში. გამოძიების მიხედვით, იგი თანამშრომლობდა Raperkieg-დ წოდებული ჯგუფის წევრებთან და აწყობდა შეთქმულებას სიძულვილის დანაშაულის ჩასადენად;
  • ყოფილი ირლანდიელი ჯარისკაცი, 40 წლის ლიზა სმიტი, დაეშის წევრობის ბრალდებით დააპატიმრეს და დუბლინის სასამართლოში 15 თვიანი პატიმრობა მიუსაჯეს, მას შემდეგ, რაც მიმდინარე წლის დასაწყისში ისლამისტურ ტერორისტულ დაჯგუფებაში გაწევრიანების გამო გაასამართლეს. სმიტი სირიის ბანაკებში იმყოფებოდა, რაც სასამართლოს მიერ ციხეში ყოფნის „ეკვივალენტად“ იქნა მიჩნეული;
  • გერმანიის მოქალაქე ვერენა მ. გაასამართლეს დაეშის წევრობისთვის და სხვა დანაშაულებისთვის, როგორიცაა არასრულწლოვანის გატაცება და ა.შ. ის სირიაში თავის მცირეწლოვან შვილთან ერთად გაემგზავრა. როგორც აღმოჩნდა, იგი მართავდა ოჯახს და ზრდიდა შვილს დაეშის იდეოლოგიის შესაბამისად, მისი ქმარი კი იბრძოდა დაჯგუფებისთვის. ამას გარდა, წყვილი ფლობდა ორ კალაშნიკოვის ტიპის იარაღს. ვენერა მ.-ს 3 ½ წლით პატიმრობა მიუსაჯეს;
  • სირიაში ბერძნული მართლმადიდებლური ეკლესია, რომელიც აშენდა სტამბოლის აია სოფიას ასლის სახით, დაიბომბა საზეიმო გახსნის დროს. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი და დაშავდა ათამდე. სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მთავრობა ამ ეკლესიას აშენებდა თურქეთის მთავრობის მიერ აია სოფიას მეჩეთად გადაკეთების საპასუხოდ. ვარაუდობენ, რომ თავდამსხმელები იყვნენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი არასახელმწიფო აქტორების წევრები.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები