დაიჯესტი 22-30 იანვარი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 24 იანვარს, არიზონას შტატის უზენაესმა სასამართლომ 14 წლის ბიჭი მილისებრი ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადებასა და შენახვაში დამნაშავედ სცნო და თავისუფლების აღკვეთის სახით, 18 თვიანი პატიმრობა შეუფარდა ახალგაზრდების გამოსასწორებელ კოლონიაში;
- 23 იანვარს, თალიბანის დელეგაცია ავღანეთის ახალ საგარეო საქმეთა მინისტრ, ამირ ხან მუთაქისთან, ერთად ოსლოში ჩავიდა. დახურული კარის ფორმატის პირველი სამუშაო დღის შემდეგ, თალიბანის დელეგაციის წევრმა, შაფიულა აზამმა განმარტა, რომ დასავლური სახელმწიფოების მიერ ავღანეთის ახალი ხელისუფლების ცნობა მისაბაძი გახდებოდა სხვა სახელმწიფოებისთვისაც;
- 27 იანვარს, უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრმა, არტემი რიაბჩუკმა თანამებრძოლების მიმართულებით ცეცხლი გახსნა. სროლას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საგამოძიებო უწყებების განცხადებით, თავდასხმის მიზეზი ამ დროისათვის დადგენილი არ არის, თუმცა არ გამორიცხავენ ტერორისტულ მოტივსაც.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: