დაიჯესტი 22-28 თებერვალი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- აშშ-ში, ფლორიდის საზღვაო ბაზაზე, 2019 წლის 6 დეკემბერს მოკლული სამი სამხედროს ოჯახები საუდის არაბეთს უჩივიან;
- აშშ-ში, მიჩიგანში, 25 წლის წლის ნეო-ნაცისტი ტერორისტი, ჯასტინ უოტკინსი, დააკავეს;
- ლონდონის მერმა ახალი აპლიკაციის iREPORTit შესახებ გამოაცხადა, რომელიც ლონდონელებს ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან დაკავშირებული საკითხების შესახებ პოლიციაში განცხადებას გაუმარტივებს;
- თურქეთის კონტრტერორისტულმა პოლიციამ, დედაქალაქ ანკარაში, დაეშთან კავშირში ეჭვმიტანილი 14 პირი დააკავა;
- სირიაში, ქურდისტანის მუშათა პარტიის სირიულმა განშტოებამ სარაკეტო შეტევისას სირიის ეროვნული არმიის ორი ჯარისკაცი მოკლა და შვიდი დაჭრა;
- ნიგერიაში, ბოკო ჰარამმა, 25 თებერვალს გავრცელებულ პროპაგანდისტულ ვიდეოში პასუხისმგებლობა აიღო მაიდუგურზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმაზე, რომელსაც 16 ადამიანის
- სიცოცხლე შეეწირა.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: