სიახლე

დაიჯესტი 21-27 მაისი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • სამშაბათს რობის დაწყებით სკოლაში სროლას ემსხვერპლა 14 მოსწავლე და მასწავლებელი, განაცხადა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა. რამდენიმე საათში დაღუპულთა რიცხვი 19 სტუდენტამდე და ორ ზრდასრულამდე გაიზარდა. ეს იყო დაწყებით სკოლაში ყველაზე სასიკვდილო ხოცვა 10 წლის წინ მომხდარი ნიუთაუნის ხოცვის შემდეგ - იტყობინება იარაღის კონტროლის ადვოკატირების ჯგუფი. „ტეხასის ტერორისტმა, რომელმაც 19 ბავშვი და ორი მასწავლებელი მოკლა, თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე გამოაქვეყნა გამაფრთხილებელი მესიჯი, რომ აპირებდა დაწყებით სკოლაში სროლას“, - აღნიშნა გუბერნატორმა გრეგ ებოტმა ოთხშაბათს;
  • კანადაში დაეშის რიგებში საბრძოლველად წასვლის მსურველ კაცს 12 წლიანი პატიმრობა მიესაჯა. კალგარის სასამართლოს მოსამართლემ გადაწყვეტილება ხუთშაბათს მიიღო. ჰუსეინ ბორჰოტს ბრალი ედება ტერორისტული ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობასა და დანაშაულში, კერძოდ გატაცებაში მონაწილეობაში. ბორჰოტს რვა წელი მიესაჯა დაეშის საქმიანობაში მონაწილეობისთვის, ხოლო 4 წელი გატაცებისთვის;
  • საფრანგეთის ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა 18 წლის მამაკაცს, რომელიც ეჭვმიტანილია დაეშის სახელით დანით ტეორირისტული თავდასხმის დაგეგმვაში. მამაკაცი დააკავეს საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დრომის რეგიონში და ბრალი პარიზში წაუყენეს. ეჭვმიტანილი მუსლიმი ოჯახიდანაა და აქვს ექსტრემისტული შეხედულებები. პოლიციამ იგი პარასკევს დააკავა და მის საკუთრებაში აღმოჩდა ვიდეო, სადაც დაეშისადმი ერთგულების ფიცს დებდა.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები