დაიჯესტი - 21-27 იანვარი, 2023
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
როიტერსის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელის ჯარებმა დასავლეთ სანაპიროზე შეტაკებებისას მოკლეს 7 პალესტინელი შეიარაღებული მებრძოლი და 2 სამოქალაქო პირი;
25 იანვარს ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება მოსალოდნელი ტერორისტული თავდასხმის შესახებ. განცხადებიდან ირკვევა, რომ ნინევიის სააპელაციო სასამართლოსთან სამი თვითმკვლელი ტერორისტი აპირებდა თავის აფეთქებას, აღნიშნული თავდასხმა კი თავიდან აიცილა ერაყის უსაფრთხოების ძალებმა;
21 იანვარს, ბურკინა ფასოს ხუნტას მთავრობამ გასცა ბრძანება ასობით ფრანგ ჯარისკაცს დაეტოვებინა დასავლეთ აფრიკის ქვეყანა ერთი თვის განმავლობაში მეზობელი მალის გზით, რომელსაც ასევე სამხედრო გადატრიალების შედეგად არჩეული ლიდერი მართავს.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: