დაიჯესტი 20-26 ნოემბერი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- გასულ კვირას, ქაბულში მომხდარი თავდასხმების სერიის საპასუხოდ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაეშის ხორასანის პროვინციის სამ ლიდერს და ორგანიზაციის ფინანსურ ხელშეწყობაში ეჭვმიტანილ ერთ პირს ახალი ეკონომიკური სანქციები დაუწესა;
- იერუსალიმში ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის თავდასხმას ისრაელის 1 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი;
- 20 ნოემბერს ტერორისტული ორგანიზაცია ალ-შაბააბის თავდასხმას ცნობილი სომალელი ჟურნალისტი, აბდიაზიზ მოჰამედ გულედი, შეეწირა. მოჰამად გულედი რადიო „მოგადიშოსთვის“ ალ-შაბააბის მიერ განხორციელებული თავდასხმების თემაზე მუშაობდა.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: