დაიჯესტი 20-26 აგვისტო
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- ტერორისტულ ორგანიზაცია დაეშთან აფილირებული ადგილობრივი ბრიტანული უჯრედის, ე.წ „ბითლზების“ წევრს, ელ შაფი ელშეიხს ვირჯინიის შტატის საოლქო სასამართლომ 19 აგვისტოს თავისუფლების აღკვეთის სახით, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. პროკურორი, რაჯ ფარეხის განმარტებით, ელშეიხი ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე გასამართლებული უმაღლესი რანგის დაეშის ლიდერია;
- 22-23 აგვისტოს, ისრაელის თავდაცვის ძალების, სასაზღვრო პოლიციის და თავდაცვის უწყების მიერ დასავლეთ სანაპიროზე ჩატარებული საერთო კონტრტერორისტული სპეცოპერაციის ფარგლებში ტერორიზმთან დაკავშირებული ბრალდებებით დაკავებულია 18 პირი;
- ლიბანელმა სამართალდამცავებმა ქალაქ ჯბეილში, სადამ ჰუსეინის ნათესავი, აბდულაჰ იასერ საბაუი, დააკავეს. გავრცელებული ინფორმაციით, საბაუის შპეიხერის ბანაკზე განხორციელებულ თავდასხმების სერიაში მონაწილეობა ედება ბრალად. 2014 წლის 12-15 ივნისს დაეშის წევრებმა ქალაქ ტიკრიტში მაჯიდ ალ ტამიმის საავიაციო ბაზაზე (ასევე ცნობილი, როგორც შპეიხერის ბანაკი) განხორციელებული თავდასხმის დროს 1700-მდე ერაყელი კადეტი მოკლეს.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: