სიახლე

დაიჯესტი 2 - 8 ივლისი

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:

  • ფლორიდაში მცხოვრებ მამაკაცს 20 წლით ფედერალური პატიმრობა და 15 წლით ზედამხედველობის ქვეშ გათავისუფლება მიესაჯა მას შემდეგ, რაც დამნაშავედ სცნეს სასწავლო მიზნებით ბომბის დამზადების ვიდეოს ჩაწერის გზით დაეშისთვის მატერიალური დახმარების გაწევის მცდელობაში;
  • საფრანგეთმა ჯიჰადისტების 16 ცოლი ჩამოიყვანა ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიის ფართო დაკავების ბანაკებიდან, ამით დაარღვია რეგულაცია, რომელიც წლების განმავლობაში გამორიცხავს იმ ზრდასრული ქალების რეპატრიაციას, რომლებმაც დაეშში გაწევრიანება გადაწყვიტეს. ქალებს თან ახლდა 35 ბავშვი;
  • ოთხშაბათს სახელმწიფო ტელევიზიის განცხადებით, ირანის რევოლუციურმა გვარდიამ დააკავა რამდენიმე უცხოელი, მათ შორის დიდი ბრიტანეთის მეორე უმაღლესი დესპანი თეირანში, ჯაშუშობის სავარაუდო ქმედებისთვის;
  • გაეროს სამშვიდობო მისიის MINUSMA-ს ცნობით, გაეროს სულ მცირე ორი მშვიდობისმყოფელი დაიღუპა და ხუთი მძიმედ დაიჭრა ჩრდილოეთ მალიში, როდესაც სამშაბათს ლოგისტიკური კოლონა ხელნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობას დაეჯახა;
  • დაეშმა ოთხშაბათს პასუხისმგებლობა აიღო ნიგერიის დედაქალაქ აბუჯას ციხეში მომხდარ დარბევაზე. დარბევისას გაათავისუფლეს 440 პატიმარი;
  • შინზო აბე, იაპონიის ყველაზე ხანგრძლივად მოქმედი პრემიერ-მინისტრი გარდაიცვალა პარასკევს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს ქალაქ ნარაში სიტყვით გამოსვლისას, მას ორჯერ ესროლეს. ყოფილი პრემიერის მკვლელობაში ეჭვმიტანილია 41 წლის ტეცუია იამაგამი. მკვლელობის მოტივი იყო წყენა იმ ჯგუფისადმი, რომელთანაც თავდამსხმელი თვლიდა, რომ აბეს ჰქონდა კავშირები. იამაგამი თვითნაკეთი იარაღით მოქმედებდა.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები