დაიჯესტი, 19 ნოემბერი - 2 დეკემბერი, 2022
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- 19 ნოემბერს, ბულგარეთის მთავარმა პროკურორმა, ივან გეშევმა განაცხადა, რომ ბულგარელმა პროკურორებმა 5 ადამიანს ბრალი წაუყენეს იმ ტერორისტული აქტის მხარდაჭერისთვის, რომელიც 13 ნოემბერს სტამბოლის ცენტრში მომხდარ აფეთქებას უკავშირდება და რომლის შედეგადაც 6 ადამიანი დაიღუპა;
- 23 ნოემბერს, სტრასბურგში ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს, სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმის გამო, ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ გამოაცხადებს;
- როიტერსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისლამურმა სახელმწიფომ აირჩია ახალი ლიდერი - აბუ ალ-ჰუსეინ ალ-ჰუსეინი ალ-ქურაიში.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: