დაიჯესტი 18-26 დეკემბერი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- პენტაგონმა გამოსცა ახალი სახელმძღვანელო მითითებები, რომლებიც მიზნად ისახავს ექსტრემიზმის აღმოფხვრას არმიაში და აფრთხილებს სამხედრო მოსამსახურეებს, რომ თეთრი ნაციონალისტური და ექსტრემისტული შინაარსის მქონე მასალის „მოწონებამ“ სოციალურ მედიაში და მსგავსმა აქტივობებმა შეიძლება გამოიწვიოს დისციპლინური პასუხისმგებლობა;
- კონტრტერორისტული ოპერაციების ფარგლებში, სტამბოლსა და ანკარაში პოლიციამ დააკავა ტერორიზმში ეჭვმიტანილი 22 პირი, რომლებიც დაკავშირებული არიან დაეშთან, ალ კაიდასთან და სხვა ტერორისტულ დაჯგუფებებთან;
- ნიგერიის უსაფრთხოების ძალები ეძებენ შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებმაც ბოლო დღეებში ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთის სოფლებში თავდასხმების შედეგად 47 ადამიანი მოკლეს.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: