სიახლე

დაიჯესტი 18-22 სექტემბერი, 2023

გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.

დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ: 

  • კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო დაზვერვის ცენტრმა, მოახერხა დაემყარებინა კავშირი 22 წლის მარიამთან, რომელიც, ისლამისტ მეამბოხეებთან ერთად ორი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ტროპიკულ ტყეში ცხოვრობდა. მარიამი იძულებით გაიტაცეს და გახადეს გაერთიანებული დემოკრატიული ძალების (ADF) უგანდელი მეამბოხე მოკავშირის ცოლი;
  • სომალიში, გედოს რეგიონში გზისპირა აფეთქებას, რომლის სამიზნე ქალაქ ლუუკსა და დულოუს შორის განთავსებული სამხედრო კოლონა იყო, ემსხვერპლა 11 სამთავრობო ჯარისკაცი და განადგურდა აფეთქებაში მოყოლილი სამხედრო მანქანა. ტერაქტზე პასუხისმგებლობა “ჰარაკატ ალ-შაბააბ ალ-მუჯაჰიდინ-მა“ (შემოკლ. „ალ-შაბააბი“) (ქართ. „ახალგაზრდები / ახალგაზრდობა“) აიღო;
  • აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში განხორციელებული შეტევა, „ტერორისტული პროვოკაციების“ პასუხად და ანტიტერორისტულ ქმედებად შერაცხა, რომლის მთავარი მიზანი, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, იყო სომხური ძალების განიარაღება  და მათი რეგიონიდან გასვლის უზრუნველყოფა.

დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად:

მიმაგრებული ფაილები