დაიჯესტი 17-23 აპრილი
გთავაზობთ, ტერორიზმის კვლევითი ცენტრის მიერ მომზადებულ, ტერორიზმთან დაკავშირებული ახალი ამბების დაიჯესტს.
დაიჯესტის ამ გამოცემაში იხილავთ:
- პენტაგონის პრესმდივნის, ჯონ კირბის განცხადებთ, მნიშვნელოვანია პაკისტანს ახსოვდეს საკუთარი გამოცდილება საშინაო ტერორიზმთან დაკავშირებით;
- ფილიპინელმა სამხედროებმა სულუს პროვინციაში ეგვიპტელი თვითმკვლელი ტერორისტი და ორი ადგილობრივი აბუ საიაფის მებრძოლი მოკლეს;
- სირიის დემოკრატიულმა ძალებმა საერთაშორისო კოალიციის ვერტმფრენების დახმარებით დეირ ეზ-ზორის აღმოსავლეთით, ქალაქ ჰავაიჯიში სამხედრო სპეცოპერაცია ჩაატარა. ხსენებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულია დაეშის 5 მებრძოლი;
- თურქული მხარე მოუწოდებს შვედეთის ელჩს დაგმოს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრსა და ქურთისტანის მუშათა პარტიის ერთ-ერთ ლიდერს შორის გამართული ვიდეო კონფერენცია;
- ჩეხეთის პოლიციამ ტერორიზმთან დაკავშირებულ აქტივობებში ეჭვმიტანილი 5 პირი დააკავა. აღნიშნული პირები უკრაინაში პრორუსულ მხარეს ბრძოლაში არიან ეჭვმიტანილი.
დაიჯესტის სრული ვერსია იხილეთ მიმაგრებულ ფაილად: